ასეთ შედეგს “ნაპოლი” თვით მარადონას ეპოქაშიც ვერ ინატრებდა. ნეაპოლელებმა რამდენიც ითამაშეს იმდენი მოიგეს და დამსახურებულად არიან ლიდერები. არადა, წელს ბევრი კონკურენტუნარიანი გუნდია სერია ა-ში და არც მაინც და მაინც სუსტი მეტოქეები ჰყავდათ სამხრეთელებს, რაც მათ მიღწევას კიდევ უფრო სძენს ფასს. აი თუნდაც ახლა: “ფიორენტინა” ცხრილის ზედა (4 მოგება) ნაწილშია და ურიგოდ არ გამოიყურება, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა “ნაპოლის” შესაჩერებლად.
ტური მნიშვნელოვანი და დაძაბული მატჩით დაიხურა. “მილანმა” მოახერხა და ძალიან ნაადრევი (25-ე წამი – კალაბრია) და გვიანი გილებით (პაშალიჩი – 94-ე წთ) კერკეტი “ატალანტა” დაამარცხა, ბერგამოდან 3 ქულა წამოიღო და ამის გამო ახლა ცხრილში მეორეა.
“მილანს” 2003/04 წლების შემდეგ საუკეთესო სტარტი აქვს.
პიოლი: “მინდა, რომ ბიჭებმა დაიჯერონ სხვებთან მიმართებაში საკუთარ უპირატესობაში”.
გასპერინი: “მილანმა” შთაბეჭდილება მოახდინა. 30-ე წამზე და ზედ შესვენების წინ გაშვებული გოლები ჩვენთვის დარტყმა იყო”.
“ნაპოლი” ერთადერთი კლუბია ტოპ 5 ლიგაში, ვისაც ჩემპიონატში ქულები არ დაუკარგავს.
მოურინიო არ აგებს სერია ა-ში ზედიზედ 42 საშინაო მატჩს. ეს რეკორდია სამქულიან ერაში.
სპალეტის “ნაპოლიმ” საერთო ანგარიშით 18:3 მოიგო სერია ა-ს 7 მატჩი.
ედინ ჯეკომ „ინტერის“ სერია ა-ს 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ბოლოს ასეთი რამ 1997 წელს ფენომენმა რონალდომ გააკეთა.
“იუვენტუსმა” ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.
ალეგრი: „იუვენტუსის“ საუკეთესო თამაში, თუ „მილანთან“ პირველ ტაიმს არ ჩავთვლით“.
სერია ა – VII ტური
კალიარი – ვენეცია 1:1
სალერნიტანა – ჯენოა 1:0
ტორინო – იუვენტუსი 0:1
სასუოლო – ინტერი 1:2
ბოლონია – ლაციო 3:0
სამპდორია – უდინეზე 3:3
ვერონა – სპეცია 4:0
რომა – ემპოლი 2:0
ფიორენტინა – ნაპოლი 1:2
ატალანტა – მილანი 2:3
GIPHY App Key not set. Please check settings