იტალიის სერია ა-ში მთავარი მატჩი მილანში გაიმართა, სადაც ლიდერმა „მილანმა“ ულაპარაკოდ წააგო ბოლო სეზონების ყოჩაღ „ატალანტასთან“ (0:3), ქვემოთ მყოფი „იუვე“ სწორედ ასეთ მომენტს ეძებს, რომ კუთვნილ ადგილზე დაბრუნდეს.
„მილანმა“ ყველაზე დიდ იანგარიშით წააგო სერია ა-ში 2019 წლის შემდეგ – ახლაც „ატალანტასგან“ (0:3).
„მილანმა“ 3 გოლი მე-4-ედ გაუშვა სეზონში. „ატალანტაზე“ ადრე 3 გოლი „როსონერის“ „იუვენტუსმა“, „რომამ“ და ფრანგულმა „ლილმა“ გაუტანეს.
„მილანმა“ სერია ა-ს ამ სეზონში პირველად ვერ დაარტყა კარში ვერცერთხელ 1 ტაიმში.
„ატალანტამ“ 36 ქულა დააგროვა სერია ა-ს პირველ წრეში. ეს საუკეთესო შედეგია ბოლო 16 წელიწადში.
„ატალანტას“ 15 ფეხბურთელს აქვს გოლი გატანილი ჩემპიონატში. ეს სეზონის საუკეთესო შედეგია ტოპ ლიგებში „ლაიპციგთან“ ერთად.
ზლატანმა მე-600 მატჩი ჩაატარა ჩემპიონატებში.
„მილანის“ ფორვარდი ლეაო რეპ-ალბომს გამოუშვებს.
„ვერონამ“ იჯარით აიყვანა „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი სტურარო.
„ნაპოლიმ“ „ვერონას“ 8.9 წამში გაუტანა მატჩის დაწყებიდან. მხოლოდ „მილანს“ გაუტანია უფრო სწრაფად.
დე ლიგტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
„რომაში“ კოვიდია: დაინფიცირდა კლუბის 2 თანამშრომელი.
მაიორალმა „რომას“ შემადგენლობაში 5 გოლი გაიტანა ბოლო 4 მატჩში, როდესაც სასტარტოში დააყენეს.
„ინტერს“ ჩემპიონატში ბოლო 4 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს (ახლა ფრე „უდინეზესთან 0:0).
„ინტერმა“ შესაძლოა ერიქსენი ჯეკოში გაცვალოს. კლუბს სურს დანიელი არაიტალიურ გუნდს მიყიდოს, მაგრამ ეშინია, რომ მყიდველს ვერ ნახავს.
საოცრება: აზარმა გოლი გაიტანა, აბა სუარესის და ბენზემას გოლები რა გასაკვირია – ლა ლიგა ფაქტებში
ჩირო იმობილემ ნოემბრის შემდეგ ჩემპიონატის 11 მატჩში გაიტანა – ყველაზე მეტი ტოპ ლიგებში.
„ლაციოს“ სურს ტოდიბო აიყვანოს, რიმელიც „ბარსას“ ეკუთვნის. ამ მცველმა ოქტომბრის შემდეგ 1 მატჩი ითამაშა „ბენფიკაში“.
„კალიარიმ“ კონტრაქტი გაუგრძელა დი ფრანჩესკოს ზედიზედ 7 წაგების შემდეგ.
GIPHY App Key not set. Please check settings