in

დაივიწყეთ ყველაფერი, მთავარია თამაშები მოვიგოთ

საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვებით დაიწყო სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი. კაბო ვერდე 85:60 დაამარცხა და ჯგუფიდან გასასვლელად პირველი ნაბიჯი გადადგა.

საქართველომ მსოფლიო გამარჯვებით დაიწყო – 85:60

მატჩის შემდეგ ჩვენმა კალათბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.
გოგა ბითაძე მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს პრესკონფერენციაზე ახლდა.

უკეთ, ვიდრე ველოდით: ასე უნდა გავაგრძელოთ – ზუროსი

გოგა ბითაძე:
„გვიხარია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დავიწყეთ. გუნდმა კარგად ითამაშა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
რაც შეეხება ედი ტავარეშს, ის ძალიან მაღალი დონის კალათბურთელია და ძნელი იყო მის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში ყურადღებით ითამაშა და კარგად გაართვა თავი მის განეიტრალებას“.

გიორგი შერმადინი:
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. მივულოცავ ჩვენს კალათბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, ყველას.
ყველამ მართლაც 100% ჩავდეთ, რომ მოგვეგო ეს მატჩი.
აღვნიშნეთ კიდეც რომ პირველ თამაშს დამატებით ნერვიულობა ემატება, დასაწყისში გვეტყობოდა კიდეც, მაგრამ მერე ვიპოვეთ ჩვენი თამაში და მოვიგეთ 25 ქულით.
ახლა უნდა მოვემზადოთ სლოვენიისთვის.
წინ საქართველო!“

თორნიკე შენგელიამ კი ბიჭებს თამაში გასახდელში შეუქო და ერთიანობა აღნიშნა:
„ყველაფერი დაივიწყეთ, მთავარია თამაშები მოვიგოთ, ერთობით.
ყველაზე ადვილი გასაჩერებელი გუნდია, როდესაც ერთი მოთამაშე ჰყავთ გასაჩერებელი და ორი… როდესაც ასე ვთამაშობთ, ხუთივე კაცი ძირითადშია, ყოჩაღ!“

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: საქართველოს მატჩის ჰაილაითები

დონჩიჩის სლოვენიამ მოიგო, ვენესუელა კარგი გუნდი ჩანს – საქართველოს თავსატეხი