საქართველოს ნაკრებისა და დანიური “კოპენჰაგენის” ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლოვამ, რომლის სიმამრიც რუსულ აგრესიას ემსხვერპლა, გერმანულ “ბილდთან” უკრაინა-რუსეთის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ახლა, ისეთი ვითარებაა, რომ ასეთ სიტუაციაში ყველამ მაქსიმუმი უნდა გაიღოს. იმასაც ვფიქრობდი იარაღი ამეღო და უკრაინის არმიასთან ერთად მებრძოლა, მაგრამ ვერც იარაღს ვფლობ მაინცდამაინც კარგად და არ მგონია იმ უდიდესი ტრაგედიის შემდეგ, რაც ჩვენმა ოჯახმა გადაიტანა, ჩემი მეუღლე დამთანხმდებოდა ამ გადაწყვეტილებაზე”, – თქვა ხოჭოლავამ.
დავით ხოჭოლოვას საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი უკრაინაში აქვს გატარებული. ის ჯერ ოდესის “ჩერნომორეცში” თამაშბდა, შემდეგ კი 2015-2021 წლებში დონეცკის “შახტარის” ღირსებას იცავდა.
ხოჭოლავას საქართველოს ნაკრებში 33 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings