საქართველოს საფეხბურთო ცემპიონატში მომავალი სეზონიდან VAR-ის სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საფეხბურთო გადაცემა “საგოლე გადაცემაში” ისაუბრა.
“სამწუხაროდ, 2020 წლის რაღაც პერიოდი ჩაგვივარდა, თუმცა მუშაობა ადრეულ გაზაფხულზე უკვე დავიწყეთ იმისათვის, რომ 2022 წლის სეზონის პირველივე ტურიდან VAR სისტემა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაშიც დაინერგოს.
რა თქმა უნდა, მზადების პროცესში დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია: ტექნიკური უზრუნველყოფა, სტადიონების აღჭურვა, შესაბამისი კადრების გადამზადება.
აქტიურ ეტაპზე ვართ, მოლაპარაკებების რამდენიმე საფეხური უკვე გავიარეთ.” -თქვა დავით მუჯირმა
GIPHY App Key not set. Please check settings