in

დავითაშვილმა სუპერგოლი გაიტანა: ზურიკო ნაკრების შემდეგ დაფრინავს

ზურიკო დავითშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და „ბორდოს“ გამარჯვებაში დაეხმარა. ჟირონდელებმა 34-ე ტურის შეხვედრაში “დიუნკერკი” 2:0 დაამარცხეს.

ზურიკო ძალიან აქტიური იყო და თავიდანვე აწუხებდა მეტოქის მცველებს, ორჯერ გოლიც გატანაც შეეძლო.

გოლი კი ჩვენიანმა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გაიტანა. მარცხენა ფლანგზე მეურვეს აჯობა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან წინგამოსულ მეკარეს ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე.

ეს ზურიკოს მე-6 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში, ამდენივეც საგოლე პასი აქვს. აღსანიშნავია, რომ ის ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ საუცხოოდ გამოიყურება და ამ ყველაფრის ნახევარი ბოლო 5 თამაშზე მოდის – 3 გოლი და 3 პასი.

დავითაშვილმა მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა: Flashscore.com-მაც და Sofascore.com-მაც 7.6 დაუწერეს.

ბორდო – დიუნკერკი 2:0
გოლები: 1:0 ვიპოტნიკი (38), 2:0 დავითაშვილი (46)

„ბორდო“ 44 ქულით მე-14 ადგილზეა და 27 აპრილს გასვლაზე „ლავალს“ დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბელინგემი ფავორიტად რჩება: ოქროს ბურთის ოცეულში ცვლილებებია

ევროპის ჩემპიონატზე 26 ქართველი წავა: უეფა განაცხადს ამატებს