in ,

ევროპის ჩემპიონატზე 26 ქართველი წავა: უეფა განაცხადს ამატებს

ადრეც დაიწერა და თითქმის ზუსტდება, რომ ევროპის ჩემპიონატზე გუნდებს საშუალება ექნებათ განაცხადში 23-ის ნაცვლად 26 ფეხბურთელი შეიყვანონ.

Sky Sports-მა დაწერა, რომ უეფას საშეჯიბრო კომიტეტმა დააკმაყოფილა ევრო 2024-ის მონაწილეთა თხოვნა, რასაც საბოლოო დამტკიცებისთვის აღმასკომს გადასცემს, რომლის სხდომა ორშაბათს გაიმართება.

ფაქტობრივად, ფორმალობა რჩება.

შეგახსენებთ, რომ უეფამ გამონაკლისი დაუშვა კორონავირუსის პანდემიის გამო და განაცხადების რაოდენობა მხოლოდ ევრო 2020-ისა (რომელიც 2021 წელს ჩატარდა) და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის გაზარდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი სწორედ განაცხადის გაზრდის იდეას ემხრობოდა უეფას შეხვედრაზე, რომელიც აპრილის დასაწყისში გაიმართა.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისს დაიწყება და ფინალი ერთ თვეში, 14 ივლისს გაიმართება.

What do you think?

-2 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავითაშვილმა სუპერგოლი გაიტანა: ზურიკო ნაკრების შემდეგ დაფრინავს

მოედანზე ფულის გამო არავინ გავა, მაგრამ… როგორ აფასებენ ქართუს 30-მილიონიან პრემიას