ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ გუნდის წამყვანი ფებხურთელების სავარაუდო ტრანსფერებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი მალე წავლენ.
ტრანსფერებზე ფეხბურთელების მენეჯერი მამუკა ჯუღელი მუშაობს.
არჩილ ბერიძის თქმით, ხსენებული ტრანსფერებით „დინამო“ ფინანსურად გაძლიერდება, რაც საშუალებას მისცემს, რომ ლეგიონერები ჩამოიყვანონ და გუნდი ასე გააძლიერონ.
დავითაშვილისა და აზაროვის მიმართ ინტერესი პირველად სწორედ მამუკა ჯუღელმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, ორივე მათგანით სერია ა-ს გუნდები დაინტერესდნენ.
დავითაშვილსა და აზაროვს იტალიური ვარიანტები აქვთ: ტრანსფერებზე ჯუღელი მუშაობს
GIPHY App Key not set. Please check settings