in ,

დავითაშვილსა და აზაროვს იტალიური ვარიანტები აქვთ: ტრანსფერებზე ჯუღელი მუშაობს

საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს, ირაკლი აზაროვსა და ზურიკო დავითაშვილს იტალიური კლუბები აკვირდებიან, ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ განაცხადა.

„აზაროვსა და დავითაშვილზეც არის საუბარი. სერია ა-ს კლუბების წარმომადგენლები ჩამოსულები იყვნენ, აკვირდებოდნენ, მათ შორის ნაკრებშიც და ჯერ კიდევ დააკვირდებიან. ახლა ყველაფერი გადავდე, ზურიკოსა და ირაკლის წაყვანა მინდა. წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ უახლოეს მომავალში რაღაცას ველოდებით.
საქართველოს ჩემპიონატიდან ტოპ-ლიგაში გადასვლამდე, ფეხბურთელი ჯერ საშუალო ევროპული დონის გუნდში უნდა მოხვდეს, ნაკრებში ითამაშოს და იქ უნდა დაამტკიცოს. შემდეგ მოდის სერია ა, პრემიერლიგა, ლა ლიგა. უცებ არაფერი ხდება, უცებ ქვეყანას ვერ ააშენებ“, – განაცხადა მენეჯერმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო იწყებს: როგორია ჩვენების გეგმა – როდის მოვლენ გოგა და სანდრო

ფლორენტინოს მწველი ოცნება: სუპერბოული განახლებულ არენაზე