კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ დღეს მეორე ბუნდესლიგაში ითამაშა. ქართველი შემტევის “ჰამბურგი” დიუსელდორფის “ფორტუნას” დაუპირისპირდა და მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა – 1:1.
გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგის” ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. “ჰამბურგმა” ზოგადად ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და არც გიორგი ყოფილა გამონაკლისი.
sofascore-ა ჩაკვეტაძის თამაში 6.9 ქულით შეაფასა.
“ჰამბურგი” 42 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას “ჩაკის” გუნდი “პადერბორნთან” გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings