საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში გააგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მარცხენა მცველის ახალი გუნდი დრეზდენის “დინამო” იქნება, რომელიც გასულ სეზონში მესამე ბუნდესლიგის გამარჯვებული გახდა და ბუნდესლიგა 2-ში აღზევდა.
ჯერჯერობით, ამ ეტაპისთვის ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია. გიორბელიძემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ხელშეკრულებაც მალე გაფორმდება.
გურამ გიორბელიძის პირველი ევროპული გუნდი ავსტრიული “ვოლფსბერგერი” იყო, რომელსაც გორის “დილადან” გასულ სეზონში შეუერთდა.
GIPHY App Key not set. Please check settings