in

გუგეშამ კარგად ითამაშა, მაგრამ… ევროპა და კონფერენს ლიგის შედეგები

წუხელ ევროპა და კონფერენს ლიგის 1/16 ფინალის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ქართველი ფეხბურთელები დიდად არ არიან წარმოდგენილი, თუმცა ერთი-ორი კი გვყავს.

ქართველების პოზნანის „ლეხმა“ ნორვეგიულ „ბოდო გლიმტთან“ კონფერენს ლიგაზე 1:0 მოიგო და 1/8-ფინალში გავიდა. თადარიგში იყვნენ გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი, რომელიც მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე შევიდა.

ლუკა გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა „ყარაბახის“ შემადგენლობაში კონფერენს ლიგის მატჩი ბელგიაში „გენტთან“, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე პენალტების სერიით გავიდნენ.
ქართველ მეკარეს ყველაზე სახიფათო მომენტის მოგერიება 32-ე წუთზე მოუხდა, 50-ე წუთზე მორიგ შეტევას გადაეღობა, 67-ე წუთზე კი მასპინძლებმა ყველაზე რეალური საგოლე შანსი შექმნეს, მაგრამ ქართველმა კიპერმა აზერბაიჯანელები აშკარა გოლისგან იხსნა. 113-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შემდეგ გუგეშაშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია და აზერბაიჯანელები კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

პენალტების სერია დასჭირდა დონეცკის „შახტარსაც“ ევროპის ლიგაზე „რენთან“ გასვლაზე, მომდევნო ეტაპზე უკრაინელები გავიდნენ. გიორგი გოჩოლეიშვილი საფრანგეთში კი იყო, მაგრამ განაცხადში ვერ მოხვდა.

ევროპა ლიგა, 1/16 ფინალი, განმეორებითი მატჩები

ნანტი – იუვენტუსი 0:3 (1:1)
გოლები: 0:1 დი მარია (5), 0:1 დი მარია (20-პენ), 0:1 დი მარია (78)

მიდტიულანდი – სპორტინგი 0:4 (1:1)
გოლები: 0:1 კოატესი (21), 0:2 პედრო გონსალვეში (50), 0:3 პედრო გონსალვეში (77), 0:4 გარტენმანი (85-საკ. კარში)

მონაკო – ლევერკუზენი 2:3 პენ. 3:5 (3:2)
გოლები: 0:1 ვირტცი (13), 1:1 ბენ იედერი (19-პენ), 1:2 პალასიოსი (21), 1:3 ადლი (58), 2:3 ემბოლო (84)

ეინდჰოვენი – სევილია 2:0 (0:3)
გოლები: 1:0 ლ. დე იონგი (77), 2:0 სილვა (90+5)

რენი – შახტარი 2:1 პენ.4:5 (1:2)
გოლები: 1:0 ტოკო ეკამბი (52), 2:0 სალაჰი (106), 2:1 ბელოსიანი (119-საკ. კარში)

უნიონი – აიაქსი 3:1 (0:0)
გოლები: 1:0 კნოხე (20), 2:0 იურანოვიჩი (44), 2:1 კუდუსი (47), 3:1 დოეხი (50)

რომა – ზალცბურგი 2:0 (0:1)
გოლები: 1:0 ბელოტი (33), 2:0 დიბალა (40)

მანჩესტერი – ბარსელონა 2:1 (2:2)
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (18-პენ), 1:1 ფრედი (47), 2:1 ანტონი (73)

1/8 ფინალის წილისყრა დღეს, 24 თებერვალს გაიმართება.
1/8 ფინალის პირველი მატჩები 9 მარტს გაიმართება, განმეორებითი – 16 მარტს.

კონფერენს ლიგა, /16 ფინალი, განმეორებითი მატჩები.

კლუჟი – ლაციო 0:0 (0:1)

დნიპრო – აეკ ლარნაკა 0:0 (0:1)

პარტიზანი – შერიფი 1:3 (1:0)
გოლები: 1:0 მენიგი (13), 1:1 ბადოლო (22-პენ), 1:2 დიოპი (45+1), 1:3 დიოპი (47)

ანდერლეხტი – ლუდოგორეცი 2:1 პენ. 3:0 (0:1)
გოლები: 1:0 რუსო (13-საკ.კარში), 2:0 ვერშაერენი (68), 2:1 იგორ ტიაგო (71)

გენტი – ყარაბახი 1:0 პენ. 5:3 (0:1)
გოლები: 1:0 ორბანი (74)

ბაზელი – ტრაბზონი 2:0 (0:1)
გოლები: 1:0 ადმუნი (13), 2:0 ზექირი (77)

ლეხი – ბოდო გლიმტი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 იშაკი (63)

ფიორენტინა – ბრაგა 3:2 (4:0)
გოლები: 0:1 კასტრო (17), 0:2 ჯალო (34), 1:2 მანდრაგორა (37), 2:2 საპონარა (58), 3:2 კაბრალი (83)

1/8 ფინალის წილისყრა დღეს გაიმართება.
1/8 ფინალის პირველი მატჩები 9 მარტს გაიმართება, განმეორებითი – 16 მარტს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავივიწყოთ ნიდერლანდები, მოვემზადოთ ისლანდიისთვის – მაქსიმალური მობილიზება

უდინეზესთვის პირველი მიქაუტაძეა