„შახტარის” ქართველი მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი 1-წლიანი იჯარით დანიურ “კოპენჰაგენს” შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
ქართველმა ფეხბურთელმა პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, ასევე შეთანხმდნენ კლუბებიც.
“კოპენჰაგენს” გოჩოლეიშვილის გამოსყიდვის უფლება ექნება.
„შახტარის” კიდევ ერთი ქართველი მცველი ირაკლი აზაროვი გუნდში დარჩება. Geo Team-ის ცნობით, ჩვენიანი სურდა შოტლანდიის “სელტიკს” და ერთ იტალიურ კლუბს. შოტლანდიელები 5 მილიონს იხდიდნენ, ხოლო იტალიელები 10 მილიონს, თუმცა დონეცკურმა კლუბმა ტრანსფერი დაბლოკა.
„შახტარმა“ ირაკლი აზაროვი 2023 წლის ზაფხულში 3 მილიონად იყიდა. 22 წლის მცველს უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს.
GIPHY App Key not set. Please check settings