ავსტრალიის ღია პირველობის ერთეულთა თანრიგის ძირითად ბადეში საქართველოს მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილი წარადგენს. მარიამ ბოლქვაძემ და ეკატერინე გორგოძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახეს.
გორგოძემ საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში შვეიცარიელი ლონი კუნგი სამ სეტში 6:3,1:6, 6:3 დაამარცხა. მეორე რაუნდში კი, ეკო ავსტრალიელ კიმბერლი ბირელს დაუპირისპირდა და 2:6,1:6 დამარცხდა.
გორგოძეს ტურნირზე ასპარეზობის ერთი შანსი კიდევ აქვს. ის წყვილთა თანრიგში გააგრძელებს ასპარეზობას.
GIPHY App Key not set. Please check settings