in ,

გოლი ინსინიეს სტილში: ხვიჩას ბრწყინვალე გოლი, ქუთათურების აპლოდისმენტები და იტალიელთა გამოხმაურება

ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის დასკვნითი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. გულშემატკივრები, რომლებმაც სტადიონი ბოლომდე გაავსეს, მთელი მატჩის განმავლობაში საოცარ ატმოსფეროს ქმნიდნენ.

შეხვედრა ბათუმელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ორი გოლი ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა, ერთიც შესანიშნავ სტილში კვარაცხელიამ შეასრულა. ხვიჩამ ბოლო ორ მატჩში 3 გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა.

განსაკუთრებით ემოციური და აღნიშვნის ღირსია მომენტი, როდესაც კვარაცხელია მოედანს ტოვებდა, მას ორივე გუნდის გულშემატკივარი ტაშით აცილებდა (ვიდეოს ავტორი ედო ბადალაშვილი).

21 წლის ქართველი ტალანტის თამაში იტალიაშიც, განსაკუთრებით ნეაპოლში, დიდ ინტერესს იწვევს და კვარას მშვენიერ გოლს ტვიტერზე სხვადასხვა იტალიური მედიისგან თუ გულშემატკივრებისგან არაერთი გამოხმაურება მოყვა.

“გოლი ინსინიეს სტილში” – ასე ეხმიანება ერთ-ერთი იტალიური გამოცემა ხვიჩას გოლს.

ვიდეო:ედო ბადალაშვილი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წლის სპორტსმენი ვერსტაპენი გახდა: Laureus-მა ჯილდოები ჩამოარიგა

მამარდაშვილის გარეშე ვალენსიას ვერავინ განიხილავს: ფინალში გიორგი ბრწყინვალე იყო – ესპანური მედია