in

გოგა ბითაძის ინდიანა ვაშინგტონთან დამარცხდა და სეზონი დაასრულა

გოგა ბითაძის „ინდიანას“ პლეი-ოფში მოსახვედრად ერთი მოგება დააკლდა. ინდიანაპოლისელებმა სეზონი კარგად დაიწყეს, აღმოსავლეთის კონფერენციაში რიგ მომენტებში მეოთხე ადგილზეც იყვნენ, თუმცა საბოლოოდ რეგულარული ეტაპი მეცხრე ადგილზე დაასრულეს და პლეი-ოფში მოსახვედრად ოთხგუნდიან გადათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა.

პლეი-ინის პირველ მატჩში „შარლოტი“ 144:117 დაამარცხეს, პლეი-ოფში გამსვლელ შეხვედრაში კი, „ვაშინგტონთან“ 115:142 დათმეს და სეზონიც დაასრულეს.

„ვაშინგტონთან“ დომანტას საბონისმა თავისი საქმე გააკეთა – 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ბროგდონმა 24 ქულა ჩააგდო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პლეი-ოფში გასვლას მეტი სჭირდებოდა.

არც ბითაძეს ჰქონდა საუკეთესო მატჩი: 17 წუთი, 3 პასი, 2 მოხსნა, 1 დაფარება. მან თამაშიდან სამჯერ სტყორცნა, სამჯერვე უშედეგოდ.

პლეი-ოფში „ვაშინგტონი“ „ფილადელფიას“ შეხვდება, „ინდიანა“ ახალი სეზონისთვის მოემზადება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრძოლა ტიტულის დასაცავად: პორტუგალიის ნაკრების განაცხადი

ჩვენი ცოდვით სავსე ჩრდ მაკედონიის ნაკრების განაცხადი