in ,

ბრძოლა ტიტულის დასაცავად: პორტუგალიის ნაკრების განაცხადი

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ტიტულის დაცვას ეცდება. ფერნანდუ სანტუშმა ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა. პორტუგალიელთა ღირსებას ევროპის ჩემპიონატზე 26 ფეხბურთელი დაიცავს. ფაქტია, რომ ფავორიტად მიჩნეულ საფრანგეთს პორტუგალიის სახით საკმაოდ ძლიერი კონკურენტი ჰყავს.

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში იასპარეზებს, რომელსაც სიკვდილის ჯგუფსაც უწოდებენ. სანტუშის ნაკრების მეტოქეები საფრანგეთი, გერმანია და მასპინძელი უნგრეთი იქნებიან. პორტუგალია ევროპის ჩემპიონატს სწორედ უნგრეთთან მატჩით იწყებს.

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა.


მეკარეები: რუი პატრისიო (ვულვერჰემპტონი), ანტონი ლოპეში (ლიონი), რუი სილვა (გრანადა)

მცველები: რაფაელ გერეირო, (დორტმუნდი) ჟოაო კანსელო, (მანჩესტერ სიტი) ნელსონ სემედუ (ვულვერჰემპტონი), ჟოზე ფონტე (ლილი), პეპე (პორტუ), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ნუნუ მენდეში (სპორტინგი)

ნახევარმცველები: დანილო პერეირა (პარი სენ-ჟერმენი), ჟოაო პალინია (სპორტინგი), რუბენ ნევეში (ვულვერჰემპტონი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი), ჟოაო მოუტინიო (ვულვერჰემპტონი), რენატო სანშეში (ლილი), სერჟიო ოლივეირა (პორტუ), ვილიან კარვალიო (ბეტისი).

თავდამსხმელები: პედრო გონსალვეში (სპორტინგი), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო), ანდრე სილვა (აინტრახტი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), დიოგო ჟოტა (ლივერპული), გონსალო გედეში (ვალენსია) რაფა სილვა (ბენფიკა)

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტის მცველი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია: ვის გაასწრო მან

გოგა ბითაძის ინდიანა ვაშინგტონთან დამარცხდა და სეზონი დაასრულა