in

გოგას 8 ქულა, მამუს არ უთამაშია

გამთენიისას NBA-ში 13 მატჩი გაიმართა და ორივე ქართველი კალათბურთელის გუნდმა მონაწილეობა მიიღო.

“ინდიანა” “საკრამენტოს” ესტუმრა და 114:137 დამარცხდა. მე-4 პერიოდში გოგას საკმაო წუთები მიეცა და ჯამში თავი 8 ქულას მოუყარა.

“ნიუ იორკი” 103:109 “მილუოკი” – ჰო, აქ მამუს არ უთამაშია, მაგრამ იანისმა 37 ქულას 13 მოსხნა წაამატა.

გამარჯვება მოიპოვა “ლეიკერსმა”, რომელსაც “პორტლენდი” ესტუმრა და 128:109 დაამარცხა. ლებრონ ჯეიმსმა 31 ქულას 7 მოსხნა და 8 ასისტი დაამატა, ხოლო ენტონი დეივისმა 27 ქულას 12 მოხსნა.

კვლავ მოიგო “ბრუკლინმა” და ამჯერად “ვაშინგტონის” წინააღმდეგ 113:107. დურანტმა 39 ქულას 5-იანები დაამატა.

“ფინიქსი” “ჩიკაგო” 132:113 და გამოსარჩევია დევინ ბუკერის 51 ქულა!

‘ბოსტონმა” “მაიამი” 134:121 დაამარცხა, ტეიტუმის ანგარიშზე კი 49 ქულა და 11 მოხსნა იყო.

“დენვერი” 120:100 “ჰიუსტონი”

“ოკლაჰომა” 119:111 “სან ანტონიო”

“ნიუ ორლეანი” 126:108 “ტორონტო”

“მინესოტა” 109:101 “მემფისი”

“ორლანდო” 108:125 “ატლანტა”

“კლივლენდი” 113:85 “ფილადელფია”

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრიშტიანუმ ალ ნასრისგან ოფიციალური შეთავაზება მიიღო!

ინსინიე ნაპოლიში?