in

ინსინიე ნაპოლიში?

Radio Kiss Kiss-ის ინფორმაციით, ლორენცო ინსინიე შესაძლოა, “ნაპოლიში” 4-თვიანი იჯარით დაბრუნდეს. 

როგორც იცით, “პარტენოპეის” ლეგენდამ ზაფხულში MLS-ს მიაშურა და “ტორონტოს” წევრი გახდა, იქ კი მარტამდე შესვენებაა და 31 წლის ვინგერიც შესაძლოა, ყოფილ გუნდს დროებით დაუბრუნდეს. 

წყარო წერს, რომ ხვიჩას “ნაპოლიში” სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს და ლორენცოც ამ პერიოდში მისი დუბლიორი იქნება.

ინსინიე გუშინ “კასტელ ვოლუნტროს” ბაზას ესტუმრა, სადაც “პარტენოპეიმ” წვრთნა განაახლა. ის ყოფილმა თანაგუნდელებმა და მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ძალიან თბილად მიიღეს. 

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგას 8 ქულა, მამუს არ უთამაშია

პელე კლინიკაში გადაიყვანეს