საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” ფეხბურთელი, ერთა ლიგის პირველი გოლის ავტორი გიორგი ჩაკვეტაძე თანდათან ფორმაში შედის და უკვე “ბუფალოს” ძირითად შემადგენლობასაც უბრუნდება. გუშინ, გიორგის “გენტმა” “სერკლ ბრიუგე” 2:1 დაამარცხა, ჩაკვეტაძემ კი საგოლე პასი შეასრულა.
ჩაკვეტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგიმ ბელგიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“ტრავმებთან ხანგრძლივ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და თავს 100 პროცენტით მზად ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობ. 60-70 წუთის შემდეგ ფეხებში სიმძიმეს ვგრძნობ და შეცვლაც ამიტომ მოვითხოვე. ზოგჯერ ისევ მეუფლება ტრავმის მიღების შიში და ეს ბუნებრივია, როდესაც ამდენი ხანი გამიცდა. მოედნიდან გასვლამდე ძლიერი დარტყმა კი მივიღე, მაგრამ საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია”, – თქვა გიორგი ჩაკვეტაძემ.
GIPHY App Key not set. Please check settings