უკვე ოფიციალურად. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბელგიურ “სერენში” დაბრუნდა და მომავალ სეზონშიც ამ კლუბის მაისურით ითამაშებს. გასულ სეზონში “სერენის” საუკეთესო ბომბარდირი, რომელმაც ამ გუნდის ბელგიის უმაღლეს დივიზიონში გადასვლაში ლომის წვლილი შეიტანა, სეზონის დასრულების შემდეგ “მეცმა” დაიბრუნა, მაგრამ ქართველმა ფრანგულ კლუბში თავის დაკვიდრება ისევ ვერ შეძლო და ფრანგებმა მიქაუტაძე “სერენში” კვლავ გაანათხოვრეს. აღნიშნული გარიგება ორივე კლუბმა დაადასტურა.
შეგახსენებთ, შარშან დელ სეზონში გიორგიმ “სერენში” 23 თამაშში 22 გოლი გაიტანა და ბელგიის რანგით მე-2 დივიზიონის ბომბარდირი გახდა. ახლა “სერენი” იუპილერ ლიგაში თამაშობს და 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-11 პოზიციაზეა. 28 აგვისტოს “სერენი” “ეუპენს” ესტუმრება.
GIPHY App Key not set. Please check settings