საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც ბელგიური “გენტიდან” “ჰამბურგში” 6-თვიანი იჯარის წესით გადავიდა, ისტორიული გერმანული კლუბის მაისურით მორიგი შეხვედრა ჩაატარა.
გიორგიმ “ჰაიდენჰაიმთან” მოგებულ შეხვედრაში 35 წუთი ითამაშა. იგი მოედანზე 66-ე წუთზე ფარიდე ალიდუს ნაცვლად შევიდა.
გიორგი თამაშს გერმანულ მედიაში საკმაოდ კარგი გამოხმაურებაც მოყვა.
“გიორგი ჩაკვეტაძე მატჩში თავიდანვე დიდი ენერგიით ჩაერთო. იგი მოედანზე შესვლიდან ბურთს 26-ჯერ შეეხო დაორთაბრძოლების 88% მოიგო.
ჩაკვეტაძეს ჯერ კიდევ დრო სჭირდება ადაპტაციისთვის და გუნდთან შესაგუებლად, მაგრამ დასაწყისი წარმატებულია და მისი თამაშით ფანები ნამდვილად ისიამოვნებენ”, – წერს გერმანული მედია.
GIPHY App Key not set. Please check settings