in

გერმანელები ბავშვთა ფეხბურთში დიდ ცვლილებებს იწყებენ

ამა წლის 21 მარტს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაამ დაამოწმა, რომ ახალი სეზონიდან ბავშვები სხვაგვარად ივარჯიშებენ. პრინციპი მარტივია, პატარა მოედანი ოთხი კარით. მიზანი – მეტი შეხება ბურთთან და ფეხბურთის ხალისით თამაში. ამასთანავე, თავით თამაშისა და ოვერ-ქოუჩინგის (მწვრთნელის ჩართულობის ზედოზირება) შემცირება. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ 7, 9 და 11 წლამდე ბავშვებისათვის კატეგორიულად მიუღებელია თავით თამაში სამომავლო ტრავმების თავიდან ასარიდებლად. დემენციის წინააღმდეგ ბრძოლა ახლახანს დასრულებულ სეზონში გაშმაგებული გახლდათ. თავზე პოტენციური დაზიანების შემთხვევაში არბიტრი ვალდებულია უმალ შეაჩეროს შეხვედრა. ჰო, ჩვენ გერმანიის ბავშვთა ფეხბურთში დავბრუნდეთ.

სინამდვილეში, ეს ყველაფერი ლეგენდარული ბავშვბთა მწვრთნელის ჰორსტ ვაინის მოფიქრებულია, რომელიც „ფუნინოს“ სახელით არის ცნობილი. ოთხი კარი და ბევრი ბავშვი მოედანზე. რიგ ფაქტორთა გამო, ამ ინოვაციას ხშირად, ბელგიელებს, ნიდერლანდელებსა და შვეიცარიელებს მიაწერენ, რადგან პირველმა მათ დატესტეს მეთოდი, რომელიც მშვენივრად მუშაობს.


გერმანიის 21 რეგიონალური ასოციაციიდან ამ ეტაპზე 30% ია პროექტში ჩართული, რადგან არჩევანის თავისუფლება დაცულია ( ამ თემაზე ოდნავ ქვემოთ), თუმცა 2025 წლისთვის 100% იანი იმპლემენტაციაა დაგეგმილი.
ლეონ რიესი, კაცი, რომლის 3 წლიან მუხლჩაუხრელ შრომას, საბოლოოდ მოჰყვა შედეგი და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაც საქმეში ჩაერთო, შემდეგს გვეუბნება:
„აქამდე გვყავდა ბავშვები, რომელთა მოტივაციაც ერთი-ერთზე სიტუაციაში თავის გამოჩენა იყო. ახლა არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ გაცილებით დიდი დოზით მივიღებთ ასეთ მომენტებს“. სანამ გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა არაერთი კონსულტაცია გაიარეს ბელგიელებთან, შვეიცარიელებთან და ნიდერლანდელებთან, თუმცა რიესის თქმით, ამ ყველაფრის გერმანულ ფეხბურთში დანერგვა გაცილებით რთულია ვიდრე სხვაგან. რატომ? – ამის აღქმაში მატიას ლოხმანი დაგვეხმარება. მწვრთნელი და სპორტული მეცნიერებების პროფესორი ნიურბერგის უნივერსიტეტიდან.


„პირველ რიგში გაოცებული ვარ, რადგან ეს სისტემა ხალხს ბელგიელების, ნიდერლანდელების და შვეიცარიელების მოფიქრებული ჰგონია. სად გაქრა ამ საქმის პიონერი ვაინერი? კარგი, ამას გავეშვათ, ის, რასაც გერმანია აკეთებს უბრალოდ არ იმუშავებს. არასწორი ინვესტიცია და ფულის ნაკლებობა. ეს ფაქტორებია მთავარი კატალიზატორი ნელი პროგრესისათვის და ისეთი ვითარებაა, ავსტრიაც კი ჩვენზე წინარის. გავეცანი პროგრამას და ის შეცდომების კორიანტელია. რაც შეეხება ფედერაციისა და რეგიონული ერთეულების შუღლს. ფედერაციას იმის შნო არ აქვს, რომ რეგიონებს რამე აიძულოს. საუბრობენ, საუბრობენ და ბოლოს ისე ხდება, როგორც რეგიონული ერთეულები ისურვებენ, სანამ თავად კლუბები არ მოსთხოვენ ღიად რეგიონებს სისტემის დანერგვას“.
ისიც სათქმელია, რომ ლოხმანი 2019 წლამდე ფედერაციაში მუშაობდა, სწორედ ბავშვთა ფეხბურთის კუთხით, თუმცა შემდეგ DFB-მ კონტრაქტი გაუწყვიტა და ახლა პერსონა ნონგრატად არის შერაცხული.
„ამ ყველაფრის დანერგვა ჯერ კიდევ 2006 წელს სურდა მათიას ზამერს, როდესაც ის ფედერაციაში მუშაობდა, მაგრამ გავლენიანმა ბიჭებმა მისი ინიციატივა ჩაფარცხეს“- უთხრა ლოხმანმა „ატლეტიკს“.


ამ პრეტენზიათა პასუხი გამოვიდა რიესის სიტყვები: „კიბატონო, იყვნენ წინააღმდეგნი რეგიონალურ ასოციაციაში, თუმცა, საბედნიეროდ, მომხრენიც აღმოვაჩინეთ და ვიწყებთ, ზოგიერთ ასოციაციას კარგა ხნის დაწყებული ჰქონდა ამ მხრივ მუშაობა“.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან ბავშვების სიტყვას დიდი წონა ექნება, ვარჯიშების დაგეგმვისას ბავშვებმა საკვანძო როლი შეასრულეს. მათ ჰკითხეს, რა სურდათ და პროგრამა ამის მიხედვით დადგინდა. „უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ კლოპი და გვარდიოლა არ ვართ. უფრო აკომპიანიატორის როლი უნდა შევითავსოთ. გავალთ და ამას ვიზამთ – ასე, მხოლოდ ტოპ მწვრთნელები მუშაობენ, ჩვენ კი ბავშვებზე ვსაუბრობთ“.

წინასწარი პროგნოზით სისტემამ პირველი შედეგი 6 წლის შემდეგ უნდა მოიტანოს, როდესაც ფეხბურთელები 13, 15 და 17 წელს მიაღწევენ. უმაღლეს დონეზე კი 10 წლის შემდეგ.

გერმანია, ქვეყანა, რომელსაც არაერთი ოქროს ბურთის მფლობელი აღუზრდია, უამრავი პრობლემის წინაშე დგას და პირველ ხელშესახებ შედეგს დეკადის შემდეგ ელის. წარმოიდგინეთ, რაოდენი თანმიმდევრულობა, მიზანდასახულობა და შრომისუნარია საჭირო საამისოდ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამო საევროპოდ მზადებას იწყებს: სპარინგი ლატვიის ჩემპიონთან

მესის „ღმერთის ხელიდან“ 15 წელი გავიდა