in

გატუზოს კონსეისაო შეცვლის

იტალიის სერია ა-ს 38-ე ტურის შეხვედრაში “ნაპოლი” “ვერონას” დაუპირისპირდა და ფრეს 1:1 დასჯერდა. ამ შედეგის გამო ნეაპოლელები ოთხეულს მიღმა დარჩნენ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯენარო გატუზომ დატოვა. იტალიურ მედიაში უკვე სახელდება გატუზოს შემცვლელის ვინაობაც. “კარიერო დელო სპორტის” მტკიცებით, “ნაპოლის” სერჟიო კონსეისაო ჩაიბარებს.

46 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი იტალიას კარგად იცნობს, რადგან 1998-2004 წლებში “ლაციოს”, “პარმასა” და “ინტერის” ღირსებას იცავდა, თუმცა, სამწვრთნელო კარიერაში იტალიაში პირველად იმუშავებს.

სერჟიო კონსეისაომ სამწვრთნელო კარიერა 2012 წლიდან “ოლანენსეში” დაიწყო, შემდეგ “აკადემიკას”, “ბრაგას”, “გიმარაერშსა” და “ნანტს” წვრთნიდა, ხოლო “პორტო” 2017 წელს ჩაიბარა და ორჯერ გახადა პორტუგალიის ჩემპიონი.

ჯენარო გატუზოზე კი ამბობენ, უმწვრთნელო “ტოტენჰემის” მფლობელის ლევის მოსწონსო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ფანებმა რონალდო აირჩიეს, რონალდომ სხვები გააჩუმა

დინამო მწვრთნელის გარეშე დარჩა: ნემსაძე ყოფილ გუნდთან მარცხმა გადაიყოლა