დღეს, პროფესიონალური ჩოგბურთის ასოციაციამ (ATP) ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ერთი საფეხურით დაქვეითდა საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი და ATP-ის ტურნირების 4-გზის ტრიუმფატორი ნიკოლოზ ბასილაშვილი. დოჰას 250-იანი მასტერსის მოგების შემდეგ, ნიკოლოზი რეიტინგში 36-ე ადგილს იკავებდა, განახლებულ რეიტინგში 37-ეა.
რეიტინგს სერბი ნოვაკ ჯოკავიჩი ლიდერობს. მეორე ადგილზე რუსი დანიელ მედვედევია, მესამე ადგილს კი, თიხნარის მეფე ესპანელი რაფაელ ნადალი იკავებს. მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ამ დროისთვის რეიტინგში მეშვიდეა.
მომდევნო ტურნირი, რომელზეც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს სარდინიის 250-იანი მასტერსია. ბასილაშვილი აღნიშნულ ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი.
დაუჯერებელია: ისტორია, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ – ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა
განახლებული რეიტინგი: ბასილაშვილი 36-ეა
მეოთხე ტიტული კარიერაში: ბასილაშვილი დოჰას მასტერსის ჩემპიონია
GIPHY App Key not set. Please check settings