in ,

სხვაობა გაქრა, ყველაფერი თავიდან იწყება: ამ შაბათს ელ კლასიკოა (29-ე ტური)

მადრიდის “ატლეტიკომ” კომფორტული უპირატესობა ქარს გაატანა. თავიდან ვერც “რეალი” და ვერც “ბარსა” ვერ ყოჩაღობდნენ, დიეგო სიმეონეს გუნდი კი თავის სტილში იგებდა და გრანდებს კაი გვარიანად მოშორდა, ახლა კი ყველაფერის თავიდან დაწყება მართებს – “ატლეტიკომ” ისევ წააგო და “რეალთან” ხომ 3-ქულიანი ფორა აქვს, აი “ბარსამ” თუ საღამოს “ვალიადოლიდს” მოუგო, “ატლეტიკოს” უპირატესობა მხოლოდ 1 ქულა იქნება. შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტ ეტაპს სამივე გუნდი თანაბარ პირობებში ხვდება. უბრალოდ, ახლა ერთი პატარა ამოსუნთქვის შანსი ექნებათ ათლეტებს – 10 აპრილს მადრიდში ელ კლასიკოა და იქ ქულებს კიდევ ან რომელიმე დაკარგავს ანაც ორივე.

ვინ დარჩდილა მესი: ზემოთ ვითარება უცვლელია (28-ე ტური)

ატლეტიკოს უკან ორი მონსტრია (27-ე ტური)

ფლორენტინო პერესს 1000 მატჩი მოუგროვდა „რეალის“ პრეზიდენტის პოსტზე. მის დროს გუნდმა 26 ტროფეი მოიგო.

„რეალი“ არ აგებს 11 მატჩია: 9 მოგება და 2 ფრე.

„რეალმა“ მოგებათა სერია 4 მატჩამდე გაზარდა.

ზინედინ ზიდანმა “რეალს” 250-ე მატჩში უხელმძღვანელმა.

ბენზემა „რეალში“ გატანილი გოლებით სუფთა მე-4 ადგილზე გადავიდა. წინ რონალდო, რაული და დი სტეფანო არიან. საუბარია ლა ლიგაზე.

ქარიმ ბენზემას (რეალი) კარიერაში საუკეთესო გოლების სერია აქვს – ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა.

ლა ლიგა – 29-ე ტური

ლევანტე – უესკა 0:2
გრანადა – ვილიარეალი 0:3
რეალი – ეიბარი 2:0
ოსასუნა – ხეტაფე 0:0
ალავესი – სელტა 1:3
ელჩე – ბეტისი 1:1
კადისი – ვალენსია 2:1
სევილია – ატლეტიკო 1:0

ორშაბათი, 5 აპრილი
ბარსელონა – ვალიადოლიდი

ოთხშაბათი, 7 აპრილი
სოსიედადი – ბილბაო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

განახლებული რეიტინგი: ბასილაშვილი 37-ეა – რეიტინგში ჯოკოვიჩი ლიდერობს

პოლიტიკა, სამხედრო სამსახური, აზარტული თამაშები, პორნო – უცნაური პროფესიები, რომლებიც ფეხბურთელებმა კარიერის შემდეგ აირჩიეს