გიორგი ჩაკვეტაძის ინგლისურ „უოტფორდში“ წასვლა გადაწყვეტილი რომ იყო, მაშინ პრობლემამ წამოყო თავი – კლუბს ფიფასგან ჰქონდა ბანი დადებული და ტრანსფერის განხორციელებასაც საფრთხე ექმნებოდა.
ჩაკვეტაძეს უოტფორდში მისვლას პრობლემა შეექმნა: რა ხდება
თუმცა, ფიფამ „უოტფორდისთვის“ დაწესებული სატრანსფერო აკრძალვა გააუქმა და გიორგი ჩაკვეტაძეს ბარიერი აღარ შეექმნება.
„უოტფორდს“ აკრძალვა 20 ივლისს დაუწესეს. საქმე ისაა, რომ რადგან კლუბმა 2022 წლის იანვარში „ბორდოდან“ „უოტფორდში“ გადასული სამუელ კალუს ტრანსფერის შემდეგ მოთამაშის აღმზრდელ ნიგერიის „მეგამუს“ საფეხბურთო აკადემიას სოლიდარობის კომპენსაცია არ გადაუხადა.
„მეგამუმ“ ფიფას მიმართა, თუმცა „უოტფორდმა“ ზომები უმალ მიიღო და საკითხი მოაგვარა.
ფიფამაც დაადასტურა, რომ მხარეები შეთანხმდნენ და კლუბს ტრანსფერებზე აკრძალვა მოუხსნეს.
GIPHY App Key not set. Please check settings