in

გამარჯვების დროა: უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები არიან

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს და ეს ულაპარაკოდ გააკეთეს. ჩვენმა პატარა მორაგბეებმა Rugby Europe-ის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია 27: 0 დაამარცხეს.

ორმაგად სასიხარულოა, რომ საქართველოს 18 წლამდელ ნაკრები წარმატებას რუსეთში მიაღწია, კერძოდ კალინინგრადში.

ტურნირი კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. გათამაშება 8-გუნდიანია და პლეი-ოფის სისტემით ტარდება. ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული საქართველო გახდა – 2018 წელს ფინალში საფრანგეთის 8:3 მოვუგეთ, 2019 წელს კი, ესპანეთს 20:10 ვძლიეთ (ასევე კალინინგრადში).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვილი სანიოლი: თავდადება და მონდომება გვაკლდა – მხოლოდ ნიჭით თამაშს ვერ მოიგებ

181 და 46 – ეს რეკორდია: რონალდომ წარმოუდგენელი რეკორდები დაამყარა