თბილისის „დინამოს“ 18 წლის ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა შვეიცარიულ „ბაზელში“ ითამაშებს.
ეს GEO TEAM-ის ინფორმაციაა.
„ბაზელი“ ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული კლუბია და ევროპაშიც საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. არც თუ დიდი ხნის წინ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მუდმივად გადიოდა. ასეთ გუნდში მისვლა ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერული წინსვლისთვის უდაოდ მშვენიერია.
მოგეხსენებათ, ასაკის მიუხედავად, სიგუა უკვე არის ეროვნული ნაკრების კანდიდატი და დებიუტიც კი ჰქონდა მთავარ ნაკრებში.
GIPHY App Key not set. Please check settings