in

გაბრიელ სიგუა ბაზელის ფეხბურთელია: 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმებულია

გაბრიელ სიგუა ოფიციალურად „ბაზელის“ ფეხბურთელია. ამის შესახებ შვეიცარიულმა კლუბმა განაცხადა, რომელმაც ქართველს კონტრაქტი გაუფორმა და საკუთარ ვებგვერდზე წარადგინა კიდეც.

„18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა ტრადიციული ქართული კლუბიდან თბილისის „დინამოდან“ გადმოვიდა. სიგუამ 2028 წლის ზაფხულამდე 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სულ რაღაც ერთი თვის წინ გაბრიელ სიგუა 18 წლის გახდა და 1,90 მეტრი სიმაღლის ქართველმა უკვე 31 მატჩი ჩაატარა „დინამოს“ პირველ გუნდში. მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფიკაციო მატჩი „ასტანას“ წინააღმდეგ, რომელშიც სიგუამ გოლი გაიტანა.

მემარჯვენე ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა როლი შეასრულოს შეტევაში, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 2023 წლის მარტში მონღოლეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში გამოიძახა.

გაბრიელს საქართველოში სამართლიანად მიიჩნევენ ნიჭიერ ფეხბურთელად. მხოლოდ 18 წლისაა და ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ შევძელით მისი გადმოყვანა, რომელსაც უკვე აქვს უმაღლესი დონის საერთაშორისო გამოცდილება“, – წერია კლუბის საიტზე და იქვეა ფეხბურთელის კომენტარიც.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ბაზელთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმე. „ბაზელი“ საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი კლუბია და, რა თქმა უნდა, შვეიცარიაში ყველაზე მიმზიდველი გუნდია. დარწმუნებული ვარ, რომ აქ შემიძლია გადავდგა შემდეგი ნაბიჯი ჩემს განვითარებაში, „ბაზელი“ განვითარების შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს ჩემსავით ახალგაზრდა ფეხბურთელებს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბევრი შეცდომა დავუშვი, თბილისში უნდა გამოვასწორო

რას შვრება ბაიერნი მეკარეზე