in ,

ბუნდესლიგა დამთავრდა: ბრემენში მუსიკა აღარ უკრავს, რობერტი კი რეკორდებს შესწვდა (34-ე ტური)

გერმანიის ჩემპიონატი დასრულდა. უკვე წინა ტურში გაირკვა პირველი ოთხეულის ბედი, ასე რომ, მოწინავე გუნდებს დიდად სანერვიულო არ ჰქონიათ და ალბათ ამიტომაც იყო, რომ „ლაიპციგმა“ და „ვოლფსბურგმა“ ქულები ისეთ გუნდებს დაუთმეს, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდებოდათ. ლაიპციგელებმა 3 ქულა ბერლინში დაუტოვეს „უნიონს“ და ევროტურნირებისკენ გზაც დაულოცეს.

„უნიონი“ კონფერენს ლიგაზე გავიდა. ბერლინური გუნდისთვის ეს საუკეთესო ადგილია სატურნირო ცხრილში ბუნდესლიგაში არსებობის ისტორიაში.

„მგლებმა“ კი „მაინცს“ გაატანეს 3 ქულა (არადა ერთიც ჰყოფნიდა) და მაინცელებმა სამშვიდობოს დაიგულეს თავი, გადათამაშებას 3 ქულით გაასწრეს.

ცხრილის ქვედა ნაწილში დიდი ამბები იყო. გასარკვევი რჩებოდა ვინ წაყვებოდა „შალკეს“ მეორე ბუნდესლიგაში და ვის მოუწევდა გადათამაშება.
აუტსაიდერებმა აუცილებელი ქულები მოიპოვეს, გარდა ერთისა. ეს ერთი კი თვით „ვერდერია“, რომელმაც შინ გლადბახის „ბორუსიასთან“ წააგო და რაკი სხვა კონკურენტებმა ყველამ მოიგო, „ბრემენელი მუსიკოსები“ დაქვეითებას ვერ გადაურჩნენ.

„ვერდერმა“ ბუნდესლიგა ისტორიაში მეორედ დატოვა. პირველად ბრემენელებს ფიასკო 1979/80 წლების სეზონში შეემთხვათ. მაშინაც მე-17 ადგილზე გავიდნენ. 1980/81 წლების სეზონში „ვერდერმა“ მეორე ლიგა მოიგო და დაბრუნდა.

იყოჩაღა „არმინიამ“ გასვლაზე „შტუტგარტთან“ და ამიტომ მომდევნო სეზონსაც ბუნდესლიგაში გაატარებს.

სხვა მხრივ კი გამორჩეული ჰაალანდის გოლები და რობერტ ლევანდოვსკის ბოლოსღა გატანილი გოლია, რომელიც ისტორიული გამოდგა.

ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის სამუდამო რეკორდი დაამხო

რობერტ ლევანდოვსკი გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ მე-4 სეზონია. ეს რეკორდია.

ერლინგ ჰაალანდმა „ბორუსიას“ რიგებში 41 მატჩში 41 გოლი გაიტანა, აქედან ბუნდესლიგაზე 27 გოლი მოდის.

ჰანს-დიტერ ფლიკი: „მომენატრება „ბაიერნი“. ვამაყობ მისით, მან დროს გაუსწრო და წლებით ადრე ორიენტირი გახდა“.

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიას წარმოადგენენ – „ბაიერნი“, „ლაიპციგი“, „დორტმუნდი“ და „ვოლფსბურგი“.
ევროპის ლიგაზე ითამაშებენ – „აინტრახტი“ და „ბაიერი“, ხოლო კონფერენს ლიგაზე დებიუტი ექნება „უნიონს“.

მოკლედ, ბუნდესლიგა დასრულდა, ოღონდ ბოლომდე არა. „კიოლნს“ გადათამაშება ელის მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან (კვირას გაირკვევა, დიდი ალბათობით იქნება „ფიურტი“, ანაც „კილი“) და ამის შემდეგ დაკომპლექტდება მომავალი სეზონის მთავარი გერმანული ლიგა.

ბუნდესლიგა – 34-ე ტური

ბაიერნი – აუგსბურგი 5:2
დორტმუნდი – ლევერკუზენი 3:1
აინტრახტი – ფრაიბურგი 3:1
კიოლნი – შალკე 1:0
ჰოფენჰაიმი – ჰერტა 2:1
შტუტგარტი – არმინია 0:2
უნიონი – ლაიპციგი 2:1
ვერდერი – გლადბახი 2:4
ვოლფსბურგი – მაინცი 2:3

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აჰმად რაზმაზარმა საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა

სუარესის ბოღმა ოქროდ იქცა: არც რეალი და არც ბარსა (38-ე ტური)