in

ბულგარეთთან სანაძე ითამაშებს – ბითაძე მატჩის წინ გადაწყდება

დღეს, საქართველოს ნაკრები 2022 წლის საშინაო ევრობასკეტზე მეოთხე შეხვედრას გამართავს. თურქეთთან გამარჯვების შემდეგ ილიას ზუროსის გუნდი ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ბულგარეთს სამიდაან სამი წაგება აქვს და ჯგუფის აუტსაიდერია, მაგრამ ამ გუნთან მოდუნება არ შეიძლება და საერთოდაც არ არის ხელწამოსაკრავი. მითუმეტეს, ბულგარელთათვის ამ მატჩში გამარჯვება პლეი-ოფში გასვლის შესანარჩუნებლად ბოლო შანსია. ბულგარეთის ნაკრებისგან ალექსანდერ ვეზენკოვი არის გამოსარჩევი.

დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს დუდა სანაძე. დუდა თურქეთთან მატჩის მესამე მეოთხედში დუდა სანაძესა და ფურკან კორკმაზს შორის ინციდენტი მოხდა, რაც, როგორც ამბობენ, გასახდელშიც გაგრძელდა. თურქების საჩივარი მატჩის გადათამაშებასთან, ან ბოლო ოვერტაიმის თავიდან თამაშზე ფიბამ არ დააკმაყოფილა. ინციდენტთან დაკავშირებით კი, გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გაირკვევა დისციპლინური სასჯელის ზომა. შესაბამისად, დღეს დუდა სანაძეც დაეხმარება საქართველოს ნაკრებს. თავის მხრივ, თურქეთის ნაკრებს ბელგიასთან დაეხმარება ფურკან კორკმაზი და გუნდს ატამანიც გაიყვანს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთსა და პორტუგალაიში ჩატარდება

ვივა კამპიონეს- დღეს ჩემპიონთა ლიგა იწყება!