დიდ ბრიტანეთში საბუქმეკერო კანტორებისთვის შესაძლოა შეზღუდვები შემოიღონ, რომლებიც სპორტულ გუნდებს სპონსორობას უწევენ.
სპორტის მინისტრი კრის ფილპი პრემიერლიგის, საფეხბურთო ლიგის, საფეხბურთო ასოციაციის და სხვადასხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს, რათა სასპონსორო გარიგებებში ცვილებების შესახებ იმსჯელონ.
მთავრობამ შესაძლოა აკრძალოს გუნდების ფორმებზე ბუქმეკერების ლოგოს დატანვა. პრემიერლიგა და საფეხბურთო ლიგა წინააღმდეგი არიან, ისინი მიიჩნევენ, რომ საჭიროა გაითვალისწინონ პანდემიის გავლენა კლუბების ფინანსურ მდგომარეობაზე.
ფილპი აღიარებს პანდემიის გავლენას, მაგრამ მიიჩნევს, რომ საჭიროა სპონსორების ლოგოების გავლენის შესწავლა, რაც სათამაშო ბიზნესთან დამოკიდებულების პრობლემას ქმნის.
დღეის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 245 ათასი ადამიანია დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე.
GIPHY App Key not set. Please check settings