რიო დე ჟანეიროში მდებარე იესო ქრისტეს ქანდაკებას განათება გამოურთეს. ეს „რეალის“ ბრაზილიელი ფეხბურთელის ვინისიუსის სოლიდარობის გამო გააკეთეს, რომელიც „ვალენსიასთან“ მატჩში რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.
აქცია 1 საათს გაგრძელდა.
ორგანიზატორებმა განათების გამორთვის აქციას უწოდეს „რასიზმთან კოლექტიური ბრძოლის სიმბოლო და ყველა იმ ადამიანისადმი სოლიდარობა, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცრურწმენების მსხვერპლია“.
ამასთან აღსანიშნავია, რომ გააგდეს VAR-ის მსაჯი, რომელმაც მთავარ არბიტრს არ უთხრა, რომ ვინისიუსს ყელში სწვდა „ვალენსიას“ ფეხბურთელი უგო დურო. ბრაზილიელი გააგდეს, ხოლო „ვალენსიელი“ – არა.
იგნასიო ვილიანუევა პასუხისმგებელია იმაზე, რომ მთავარ მსაჯს მოჭრილი ვიდეო აჩვენა, რომელშიც მხოლოდ ვინისიუსის დარტყმა შევიდა და არა მისი ოპონენტის ქმედება, რამაც მსაჯის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა.
საქმეს ასევე ჩამოაშორეს VAR-ის 5 არბიტრი, რადგან სამსაჯო კომიტეტი მიიჩნევს, რომ ვიდეოგამეორების გამოყენება დასახვეწია.
ისე, შესაძლებელია ვინისიუსს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ არასპორტული საქციელისთვის. ხოლო ინტერნეტში გავრცელდა სამოყვრულო ვიდეო, სადაც „ვალენსიას“ მთელი ტრიბუნა „რეალის“ ფეხბურთელს „მაიმუნს“ ეძახის.
ამასობაში მთელი მსოფლიო მხარს უჭერს ვინისიუსს რასისტული სკანდალის შემდეგ და სოცქსელებში ათასობით პოსტია,რომელიც ბრაზილიელს ეკუთვნის.
GIPHY App Key not set. Please check settings