in

ბრაზილიას საოცარი ნომერი ჰქონდა. აღფრთოვანებული ჟიური და მოპოვებული ადგილი 8 საუკეთესოს შორის

ჰგავდა ეს საფეხბურთო მატჩს? – ის, რაც ბრაზილიის ნაკრებმა სამხრეთ კორეასთან გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში გვიჩვენა სულ სხვა პრიზმაა და სელესაომ სამხრეთულად, ცეკვის ელემენტებით გაჯერებული ფეხბურთით მოიფონა.

სამხრეთელები და განსაკუთრებით, ბრაზილიელები ხომ აცეკვებული ფეხბურთის სიმბოლონი არიან, მაგრამ ბოლო პერიოდში, დიდ ფორუმზე იშვიათად თუ წავაწყდებით ასე ლაღად, დამაჯერებლად და ინდივიდუალური ელემენტებით მოთამაშე გუნდს.

ნეიმარი, რიშარლისონი, ლუკას პაკეტა, ვინისიუსი და რაფინია სამხრეთ კორეელთა დაცვისათვის ზედმეტად რთული საკბილონი აღმოჩნდნენ და ეს ყველაფერი სელესაომ 4 გატანილ ბურთში თარგმნა, თანაც პირველივე ტაიმში. რაფინიას გარდა კი ჩამოთვლილმა ყველა ფეხბურთელმა შეაგდო.

კორეამ პრესტიჟის ბურთი გაიტანა, მაგრამ გუშინ, “სტადიონ 974”-ზე ერთი მსახიობის თეატრი იყო და ბენეფისი ბრაზილიამ მოიწყო.

კორეელებს მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ტიტეს გუნდის უდიდესი ძალაც ხომ იმაშია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იცავს მათ კარს. ალისონი საუცხოო იყო. 3 ძალიან კარგი სეივი და მოკლული ინტრიგა.

ბრაზილია შემდეგ ეტაპზეა და იქ ძალზე დაღლილი, მაგრამ ზედმეტად გამოცდილი ხორვატიაა ლუკა მოდრიჩის თაოსნობით.

ამ ყველაფერს კი დამატებით ელფერს პელეს ფაქტორი სძენს. 82 წლის ლეგენდა ავადმყოფობის გამო კლინიკაში გადაიყვანეს და მედიკოსთა თქმით მთლად სახარბიელო სიტუაცია არ არის. ნამატჩევს კი პელემ ახლობელთა გამტარობით ასეთი რამ თქვა – თქვენ, საღამო გამილამაზეთ და თავს უკეთ ვგრძნობო, რაც ექიმებმაც დაადასტურეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ გვინდა რონალდო: ხალხი კრიშტიანოს ძირითადიდან ამოგდებას ითხოვს

როი კინი ბრაზილიელთა ცეკვამ გააღიზიანა