in

ბორჯღალოსნები ნოემბერში უელსს დაუპირისპირდებიან

უკვე მოგახსენეთ, რომ ზაფხულში თბილისს იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესტუმრება და საქართველოსთან ტესტს მატჩს გამართავს. მატჩი თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 10 ივლისს გაიმართება.

რამდენიმე წუთის წინ, უელსის რაგბის კავშირმა ოფიციალურ ვებგვერდზე იმ გუნდების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც “დრაკონები” 2022 წლის შემოდგომის ტესტებზე დაუპირისპირდებია. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრებიცაა.

მატჩი 19 ნოემბერს კარდიფის “პრინციპალიტი სტედიუმზე” 19 ნოემბერს გაიმართება.

უელსი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩვენი მეტოქეე და მათთან ტესტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გუნდები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ერთ ჯგუფში იყვნენ და გასულ მუნდიალზე “დრაკონებმა” “ბორჯღალოსნები” 43:14 დაამარცხეს.

ხსენებული მატჩის გარდა, საქართველო და უელსი კიდევ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ორივეჯერ კარდიფში. 2017 წელს უელსელებმა 6:13 დაგვამარცხეს. 2020 წელს კი, 0:18.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კალაძის შემდეგ იტალიაში მეორე ქართველი ვარსკვლავი გამოჩნდა: ახლა კვარაცხელიას დროა-იტალიური მედია

ტორპედოს ღირსეული ჟესტი და მხარდაჭერა უკრაინას