in ,

კალაძის შემდეგ იტალიაში მეორე ქართველი ვარსკვლავი გამოჩნდა: ახლა კვარაცხელიას დროა-იტალიური მედია

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ზაფხულში იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი გახდება, იტალიურ მედიაში ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა. 21 წლის ქართველი შემტევი, რომელიც დროებით ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში ირჯება, ზაფხულში “ნაპოლისთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

იტალიური corrieredellosport ხვიჩას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კახი კალაძის შემდეგ, ახლა იტალიაში მეორე ვარსკლავიც გამოჩნდა და ახლა მისი ჯერია.

“კახა კალაძე, რომელიც ამჟამად საქართველოს დედაქალაქის, თბილისის მერია.კახა კალაძე პირველი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელიც იტალიის სერია ა-ს კარგად გაუშინაურდა და დიდი სახელიც დატოვა. კახა იტალიაში “მილანსა” და “ჯენოაში” თამაშობდა.

ახლა კი, 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დროა. კვარაცხელია მარცხენა გარემარბია, რომელსაც კარგი სისწრაფე, დრიბლინგი და კრეატიულობა ახასიათებს. ქართველი ფეხბურთელი “ნაპოლის” სპორტული დირექტორის აღმოჩენაა, რომელმაც ბათუმის “დინამოს” ხელმძღვანელებთან უკვე ყველა დეტალი მოაგვარა და ხვიჩა მომავალი სეზონიდან ნეაპოლში იქნება.

“კვარაცხელია”-საკმაოდ რთული წარმოსათქმელი გვარია, მაგრამ ჩვენმა გულშემატკივრებმა უნდა ისწავლონ მისი წარმოთქმა. კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინი” რუსეთ-უკრაინის ომის გამო დატოვა. შესაძლოა, სატრანსფერო ბაზარზე ის სხვების მსგავსად გაპიარებული არ არის, მაგრამ ზოგჯერ პიარს კარგი ინტუიცია სჯობს. კვარაცხელიას ბევრისთვის სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია.

კვარაცხელია გარემარბია, რომელიც ლუჩიანო სპალეტის 4-2-3-1 და და 4-3-3 საფეხბურთო სქემას კარგად მოერგება. კარგად ფლობს ბურთს და ფიფიზკურადაც საკმაოდ ძლიერია, რაც იტალიურ ფეხბურთში უმნიშვნელოვანესია. “ნაპოლი” ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.

ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო ოჯახიდან. მამამისი ბადრი კვარაცხელია, ასევე ფეხბურთელი იყო. იგი თბილისის “დინამოს” აღზრდილია. საქართველოში “რუსთავშიც” თამაშობდა, შემდეგში კი, ჯერ მოსკოვის “ლოკომოტივის”, შემდეგ ყაზანის “რუბინის” ღირსებას იცავდა. კვარაცხელია ბრიტანულმა “გარდიანმა” 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის შეიყვანა”, – წერს იტალიური გამოცემა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარადონას ისტორიული მაისური აუქციონზე გაიყიდება

ბორჯღალოსნები ნოემბერში უელსს დაუპირისპირდებიან