in ,

ტორპედოს ღირსეული ჟესტი და მხარდაჭერა უკრაინას

უკრაინის მხარდაჭერას ქართული საფეხბურთო კლუბებიც უერთდებია. უკვე, მოგახსენეთ, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა, თბილისის “დინამომ” უკრაინაში უკვე გაგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც დანიშნულების ადგილზე ჩავიდა და “ლვოვი არენადან” გადანაწილდება.

დონეცკის “შახტარმა” ქართულ კლუბს მადლობაც გადაუხადა.

შახტარი თბილისის დინამოს თანადგომისთვის მადლობას უხდის

გუშინ, Crystalbet ეროვნული ლიგის გადადებულ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედოსა და თბილისის “ლოკომოტივს” შორის, “ტორპედოს” ხელმზღვანელობამ მატჩზე უკრაინიდან ომის შედეგად წამოსული ადამიანები დაპატიჟა და მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა უკრაინელ ბავშვებთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

შეგახსენებთ, გუშინ Crystalbet ეროვნული ლიგის გადადებულ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივი” 4:2 დაამარცხა.

ვიდეო: პაპავას ულამაზესი ჯარიმა – დინამომ დილას მოუგო, ტორპედომ ხასიათი გამოიკეთა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნები ნოემბერში უელსს დაუპირისპირდებიან

კარგი გიორგი: ჩაკვეტაძის გოლს ჰამბურგის facebook გვერდი ქართულად აფასებს