in

ბორჯღალოსნები იტალიას დინამო არენაზე უმასპინძლებენ: ცნობილია მატჩის თარიღიც

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულში იტალიას უმასპინძლებს. ჩვენს მიერ, ჯერ კიდევ, გასულ შემოდგომაზე გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა ახლახანს ოფიციალურად დაადასტურა.

იტალია შოტლანდიის ნაკრების შემდეგ, 6 ერის მეორე ქვეყანა იქნება, რომელიც საქართველოს ეწვევა.

Sport4me.ge-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ “ბორჯღალოსნები” “აძურის” თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებენ. 2022 წლის ივლისში იტალია ჩვენს ქვეყანას 2022 წლის ზაფხულის ტესტმატჩების მეორე ფანჯარაზე ეწვევა (9, 10 ივლისი). ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით ეს დაპირისპირება 10 ივლისს შედგება.

ოფიციალურად: ივლისში ბორჯღალოსნები იტალიას უმასპინძლებენ

საქართველოსა და იტალიის სარაგბო ნაკრებები 2018 წლის 11 ოქტომბერს ფლორენციის არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ იტალიამ 28:17 იმარჯვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო მეოთხე კალათაში: მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა 12 აპრილს გაიმართება

ბენზემას ჯადოსნური საღამო: ვილიარეალს კიდევ უნდა მოგება, ბაიერნი დაირაზმება