in ,

ბენზემას ჯადოსნური საღამო: ვილიარეალს კიდევ უნდა მოგება, ბაიერნი დაირაზმება

მიეცით „ოქროს ბურთი“ ბენზემას – ფრანგი თავდამსხმელის გულშემატკივრები კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ, რომ სწორედ 34 წლის ბენზემა იმსახურებს საუკეთესო ფეხბურთeლის წოდებას. ფრანგმა გოლეადორმა მოახერხა და კიდევ ერთხელ გაიტანა 3 გოლი, თან სტუმრად „ჩელსისთან“, რაც პატარა საქმე არ არის. ბენზემას ჰეთ-თრიქმა „რეალი“ ძალიან წასწია ნახევარფინალისკენ.

ბრძოლა გამართა და ინტრიგა დატოვა „ვილიარეალმა“, რომელსაც არ მოერიდა და თვით „ბაიერნი“ დაამარცხა, თანაც შეეძლო სოლიდურადაც მოეგო. მოკლედ, ყველაფერი მიუნხენში გადაწყდება, სადაც ფავორიტად ალბათ მაინც რეკორდმაისტერი უნდა მივიჩნიოთ, მით უმეტეს, როცა აბრაზებენ.

„ვილიარეალმა“ ისტორიაში პირველად მოუგო „ბაიერნს“.

„ბაიერნმა“ ვერ გაინატანა პირველად 2019 წლის შემდეგ. „ვილიარელამა“ მიუნხენელების 30-მატჩიანი სერია შეაჩერა.

დანჯუმა: „უკეთესად თამაშიც შეგვიძლია“.

ემერი: „მინდა კიდევ მოვუგო. „ვილიარეალი“ არ აპირებს გაჩერებას“.

ტომას მიულერი: „ძალები უნდა მოვიკრიბოთ და ნამდვილი „ბაიერნი“ ვაჩვენოთ განმეორებით მატჩში“.

ჯოშუა კიმიხი: „ეს კიდევ კარგია, რომ მხოლოდ 0:1 წავაგეთ“.

ნაგელსმანი: “დამსახურებული წაგება. შეიძლებოდა კიდევ ორი გოლი გაგვეშვა“.

ვილიარეალი – ბაიერნი 1:0
გოლი: 1:0 დანჯუმა (8)

ვილიარეალი: რული – ფოიტი (81. ორიე), ალბიოლი, პაუ ტორესი, ესტუპინანი – კოკელენი (59. პედრასა), კაპუე, პარეხო – მორენო, ლო სელსო, დანჯუმა (81. ჩუკვეზე)

ბაიერნი: ნოიერი – პავარი (71. ზიულე), უპამეკანო, ერნანდესი, დევისი – კიმიხი, მუსიალა – კომანი, მიულერი (62. გორეტცკა), გნაბრი (62. სანე) – ლევანდოვსკი

„რეალმა“ ბოლო 8-დან 7 მატჩი მოიგო, თუმცა „ბარსასთან“ წააგო.

„ჩელსიმ“ 2 მატჩში 7 გოლი 2018 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

ტუხელი: „ასეთი თამაშით შეუძლებელია დადებითი შედეგის მოლოდინი გქონდეს. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი ვითამაშეთ“.

კურტუა: „არ შეიძლება ფიქრი, რომ საქმე მოთავებულია. ასეა ფეხბურთი მოწყობილი. ისინი დაბრუნდებიან თუ სწრაფ გოლს გაიტანენ“.

ანჩელოტი: „რეალი“ აკონტროლებდა თამაშს, ბენზემა ბრწყინვალე უყო. ჩვენ გვაქვს უპირატესობა, მაგრამ „ჩელსი“ ლიგის გამარჯვებული გუნდია“.

ბენზემამ ჰეთ-თრიქი შეასრულა ლიგის ზედიზედ ორ შეხვედრაში – „ჩელსისთან“ და პსჟ-სთან.

ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა მე-8, მე-10 და მე-11 გოლები.

ბენზემა პირველი ფრანგია ჩემპიონთა ლიგის სეზონში 10+ გოლით.

ბენზემამ ზედიზედ 7 მატჩია იტანს – 13 გოლი.

ბენზემა: „ჯადოსნური საღამო. „რეალი“ ბოლომდე იბრძოლებს“.

ჩელსი – რეალი 1:3
გოლები: 0:1 ბენზემა (21), 0:2 ბენზემა (24), 1:2 ჰავერტცი (40), 1:3 ბენზემა (46)

ჩელსი: ე. მენდი – კრისტენსენი (46. კოვაჩიჩი), ტიაგო სილვა, რიუდიგერი – ჯეიმსი, კანტე (46. ზიეჩი), ჟორჟინიო (64. ლოფტუს-ჩიკი), მაუნტი, ასპილიკუეტა – ჰავერტცი, პულიშიჩი (64. ლუკაკუ)

რეალი: კურტუა – კარვახალი, მილიტაო (64. ნაჩო ფერნანდესი), ალაბა, ფ. მენდი – მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (74. კამავინგა) – ვალვერდე (86. სებალიოსი), ვინისიუში, ბენზემა (86. მარსელო)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნები იტალიას დინამო არენაზე უმასპინძლებენ: ცნობილია მატჩის თარიღიც

მარადონას ისტორიული მაისური აუქციონზე გაიყიდება