საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი 6 ივლისის შემდეგ სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოშია. მაისაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ამჟამად სტაბილურად მძიმე მდომარეობაშია.
ლევანის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ”ბორჯღალოსნების” ექიმმა ნუცა შამათავამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ლევანის გადასარჩენად იოჰანესბურგში ყველაფერს აკეთებენ.
ლევანს კორონავირუსი 6 ივლისს დაუდასტურდა. 24 საათში ის საავადმყოფოში გადავიყვანეთ.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა 8 დღის განმავლობაში სტაბილური იყო, მერვე დღეს სიტუაცია გაუარესდა, პნევმონია განვითარდა და ფილტვები დაუზიანდა, რის გამოც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს.
ლევანი იოჰანესბურგის ერთ-ერთ ყველაზე მაღალკვალიფიცურ ჰოსპიტალშია. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამწუხაროდ, რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რადგანაც კოვიდგართულებების მართვა ასე შეუძლებელია. იმედია, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და ლევანი გამოჯანმრთელდება.”-თქვა ნუცა შამათავამ.
სალომე ზურაბიშვილი: მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
GIPHY App Key not set. Please check settings