მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა NBA-ში საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ.
გოგას “ინდიანა პეისერსი” “ატლანტა ჰოუქსს” დაუპირისპირდა და 113:133 დამარცხდა. მაილს ტერნერის ტრავმის ფონზე, ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 30:01 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა,2 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.
გეტყვით იმასაც, რომ ბითაძის კონკურენტი დომანტას საბონისი უკვე ოფიციალურად “საკრამენტო კინგსს” შეეუერთდა და წესით ამიერიდან ქართველს მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს.
ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას “კლივლენდ კავალიერსის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings