in

ბექჰემი ყატარის მუნდიალის სახე გახდა და ტურიზმს და კულტურასაც მიხედავს

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სახე გახდება.

The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისელმა პოპმა 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და წლიურად 15 მილიონ ფუნტს მიიღებს. ოქტომბერში ბექჰემი დოჰაში გაფრინდა, რათა სამუნდიალე სტადიონები ენახა, ასევე შეხვედროდა მაღალი თანამდებობის პირებს.

დევიდი დაარწმუნეს, რომ ყატარში გულშემატკივრები უსაფრთხოდ იქნებიან, განსაკუთრებით ლგბტ საზოგადოების წევრები. ყოფილ ფეხბურთელს ისიც აცნობეს, რომ ყატარის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იზრდება.

ბექჰემი ხელშეკრულების გაფორმებამდე რჩევა ცოლს, ვიქტორიას დაეკითხა.

მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, ბექჰემი ამ ქვეყნის ტურიზმსა და კულტურაზე იზრუნებს.

„დევიდი მიიჩნევს, რომ ყატარი პროგრესისკენ მიდის, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა არაბულ ქვეყანაში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს. მას სწამს, რომ ფეხბურთის ძალას შეუძლია ადამიანებს შორის განსხვავება წაშალოს. მან ბევრ საკითხში დაინახა პროგრესი.

დევიდთან შეთანხმების შემდეგ, ყატარში იმედი აქვთ, რომ დასავლელი ადამიანების რაოდენობა, რომლებთაც მოუნდებათ ნახონ ულამაზესი სანაპიროები, ქვიშის დიუნები და არაჩვეულებრივი ცათამბრჯენები, გაიზრდება“, – თქვა სიტუაციას მცოდნე წყარომ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ფედერერს ტრავმაის ხაზი გაუხსნეს

სამტრედიავ, მუდამ მზიანო! ეროვნულ ლიგაში დაძაბული ფინიში გველის