in ,

სამტრედიავ, მუდამ მზიანო! ეროვნულ ლიგაში დაძაბული ფინიში გველის

Crystalbet ეროვნულ ლიგაში 31-ე ტურის შეხვედრები გაიართა და ძალიან ხმაურიანი სენსაციაც ვიხილეთ. ასე რომ, ეროვნულ ლიგაში ჯერ არაფერია გარკვეული და ბოლო 5 ტურში ცხრილის ზედა, თუ ქვედა ნაწილში დიდი ბრძოლები გველის.

31-ე ტური

სამტრედია-დინამო ბათუმი 1:0

შუქურა-ლოკომოტივი 0:1

თელავი-ტორპედო 1:3

დილა-სამგურალი 2:0

საბურთალო-დინამო თბილისი 0:1

ტური სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიხსნა. მატჩამდე “სამტრედია” გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დატოვა. იმერლები ლერი მეგენეიშვილმა გაიყვანა მოედანზე და სწორედ იგი უხელმძღვანელებს გუნდს დარჩენილ შეხვედრებში. მეგენეიშვილი სამტრედიელი ქომაგისთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტია. იგი, “სამტრედიას” 2012/13 წლებში წვრთნიდა. ასევე, “სამტრედიას” ყველა ასაკობრივ გუნდში მუშაობდა.

მატჩი ბათუმელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ზღვისპირელებს მომენტების შექმნა უჭირდათ. ორ ეპიზოდში კი, სამტრედიელები ბექა ქურდაძემ გადაარჩინა. ტაიმის მიწურულს თორნიკე გაფრინდაშვილის წინააღმდეგ უხეშობისთვის გიორგი ახალაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, “დინამო” ვერ იტანდა. გატანის ყველაზე კარგი შანსი გიორგი ფანცულაიას ჰქონდა, მაგრამ მისი პენალტი ბექა ქურდაძემ მოიგერია. ბათუმის “დინამო” ბოლო წუთებში დიდი ძალებით წავიდა მოსაგებად და “სამტრედიამ”კონტრშეტევაზე დაიჭირა. ავთო ენდალაძის პასის შემდეგ, ანატოლი მესიაჩენკო მეკარესთან პირისპირ დარჩა და 20 წლის შემტევმაც დაბალ შორეულ კუთხეში გაუტანა ლაზარე კუპატაძეს.

საბოლოოდ, 1:0.10-კაციანმა “სამტრედიამ” ბათუმის “დინამო” დაამარცხა და “შუქურასთან” სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა.,ასე რომ, იმერლებს ჯერ კიდევ რჩებათ უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნების შანსი.

თავის მხრივ, ქობულეთის “შუქურა” ფოთში თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე დავით უბილავამ გაიტანა.

ევროტურნირებზე მოსახვედრად მებრძოლი გორის “დილა” “თენგიზ ბურჯანაძეზე” წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. ანდრეი დემჩენკოს გუნდიდან გოლები ოსმანე კამარამ და ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანეს.

უშუალო კონკურენტების ე.წ. 6 ქულიანი მატჩი გაიმართა თელავში. ადგილობრივმა “თელავმა” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა და1:3 დამაცხდა. მატჩში ანგარიში მე-16 წამზე გაიხსნა. თორნიკე ახვლედიანმა ულამაზესი გოლი გაიტანა. მეათე წუთზე ახვლედიანმა დუბლის შესრულებაც შეძლო.27-ე წუთზე რაფაელ ჩუკურამ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, მაგრამ მატჩის 44-ე წუთზე დმიტრო რეკიშმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტურის ბოლო მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, გაიმართა და თბილისის “დინამომ” ნოდარ ქავთარაძის გოლით 1:0 მოიგო. ამ მოგებით კახა ცხადაძის გუნდმა ბათუმელ თანამოსახელესთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. ასე რომ, წინ 5 საინტერესო და დაძაბული ტური გველის.

31 ტურის შემდეგ, Crystalbet ეროვნულ ლიგაში შემდეგი ვითარებაა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბექჰემი ყატარის მუნდიალის სახე გახდა და ტურიზმს და კულტურასაც მიხედავს

ოცნებების თეატრში ფარდა დაეშვა – IX ტური