in ,

ბერძნული მედია: თამაში-იმედგაცრუება ნაკრების შესრულებით – კვარაცხელიამ ჩვენს მცველებში იცეკვა

საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი ქულა საბერძნეთში მოიპოვა. თესალონიკის “ტუმბას სტადიონზე” ვილი სანიოლის გუნდი ბერძნებს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა – 1:1.

პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს

საბერძნეთის მწვრთნელი: ქართველებთან სიფრთხილეა საჭირო

ვილი სანიოლი: რთული მატჩი გველის, მაგრამ არა ნაკლებ რთული ჩვენს მეტოქეს

მართალია, ბერძნებთან გამარჯვების მოპოვება ისევ ვერ მოვახერხეთ (8 მატჩი, 6 წაგება და 2 ფრე), მაგრამ მეორე ტაიმში ნაათამაშები ფეხბურთით ყველას ჩაგვესახა იმედი, რომ საქართველოს ფეხბურთის თამაში შეუძლია.

“საქართველო უფრო იმსახურებდა მოგებას და ბერძნებზე კარგი ფეხბურთი ითამაშეს”, – მსგავსი შინაარსის ტექსტებია ბერძნულ მედიაში. ბერძენი ჟურნალისტები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საბერძნეთმა საქართველოსთან ცუდი ფეხბურთი აჩვენა და ქულასაც არ იმსახურებდა.

Ethnos.gr

“ეროვნულმა ნაკრებმა საჩუქარი მიიღო, რომელიც ვერ გამოიყენა და სამი ქულა დაკარგა. კვარაცხელიამ ჩვენს მცველებში იცეკვა და ისე გაიტანა ბურთი ვლახოდიმოსის კარში”.

pentapostagma.gr

“თამაში იმედგაცრუება საბერძნეთის ნაკრების შესრულებით. ჩვენმა ნაკრებმა დიდი ნაბიჯი გადადგა უკან”. 

onsports.gr

“ვილი სანიოლის გუნდმა საბერძნეთს ფეხბურთი არ ათამაშა. ჩვენ ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ გოლი გავიტანეთ და ფრეს მივაღწიეთ. საქართველოს ნაკრები უკეთესი იყო”.


საქართველოს ნაკრების თამაშში დადებით ძვრებს ხედავს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეც. ცხადაძის აზრი, საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს დასახვეწი და სამომავლოდ მხოლოდ ერთი მოთამაშის იმედზე ვერ ვიქნებით.

კახა ცხადაძე: თავს ნუ მოვიტყუებთ, ბერძნებთან ერთი პოზიციური შეტევაც არ გვქონია

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მუნდიალის შესარჩევის პირველი ეტაპის სიმბოლური ნაკრები

ვიდეო: ინტერის ყოფილი ფეხბურთელი საკუთარ ოჯახს თავს დაესხა – პოლიციამ ის სისხლში მოსვრილი დააკავა