in ,

საბერძნეთის მწვრთნელი: ქართველებთან თამამად თამაში გვმართებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მომდევნო შეხვედრას ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან სხიპმა მომავალ მატჩზე ბერძნულ მედიასთან ისაუბრა.

“პელკასი და მასურასი დაგვიბრუნდნენ, რაც ძალიან კარგია. გვყავს ტრავმირებული მოთამაშეებიც და სამწუხაროდ ისინი მომავალ მატჩებში დაგვაკლდებიან. ცენტრში ბევრი არჩევანი აღარ გვაქვს, რადგან კურბელისი და გალანოპულოსიც გვაკლია, გამოდის, რომ სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა. გვყავს ალექსანდროპულოსი, სიოპისი და რა თქმა უნდა, ბუხალაკისი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია.

საქართველოსთან პირველი თამაში არცთუ ისე კარგი იყო, ამ გაკვეთილიდან უნდა ვისწავლოთ. უფრო თამამად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ საქართველო კარგი გუნდია, შეუფასებლობა არ შეიძლება”, – თქვა ბერძნების მწვრთნელმა.

გულშემატკივრების თვალწინ განსაკუთრებული მოტივაციით ვითამაშებთ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ავთანდილ ხურციძე: ყველაფერს ვაკეთებ, რომ აშშ-ს სახელით ვიასპარეზო

მე ვირბენ, სანამ მესი დადის: რეალმა მბაპეს 6 წელი და 40 მილიონი შეთავაზა