გასულ უქმეებზე, წინასგან განსხვავებით, საკმაოდ ბევრი ქართული გოლი ვიხილეთ გიორგი ბერიძემ (უნგრეთში) და ბექა მიქელთაძემ (ავსტრალია) დუბლი შეასრულა. თითო-თითო გოლი გაიტანეს ბაჩანა არაბულმა.
ესპანეთში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” “ელჩე” 2:1 დაამარცხა. 21 წლის ქართველი მეკარე სათადარიგო იყო.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი მაკარაძის “ალმერიამ” “სარაგოსა” 3:0 დაამარცხა, მაკარიძეც თადარიგში იყო.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გურამ გიორბელიძის დრეზდენის “დინამომ” “აუესი” 1:0 დაამარცხა. გიორბელიძემ 81-ე წუთიდან ითამაშა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი კოხრეიძის “გრენობლი” “ამიენთან” 1:4 დამარცხდა. კოხრეიძემ 61-ე წუთიდან ითამაშა.
ბელგიის იუპილერ ლიგაში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” “ანდერლეხტთან” 0:5 განადგურდა. მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა.
ლევან შენგელიას “ლეუვენმა” “კორტრაიკთან” 1:2 წააგო. შენგელიამ პირველი ტაიმი ითამაშა და შემდეგ შეცვალეს.
პორტუგალიაში გიორგი აბურჯანიას “ჟილ ვისენტემ” “პასუშ ფერეირა” 1:0 დაამარცხა. აბურჯანია 90-ე წუთზე შევიდა მოედანზე.
თურქეთის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის “ჰატაისპორი” “ალთაის” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. საბა მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა და საგოლე პასი მიითვალა.
ავსტრიაში ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგერმა” “ჰარტბერგთან” 2:2 ითამაშა. ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
რუსეთში ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინმა” ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. ლეონიდ სლუცკის გუნდი “კრილია სოვეტოვთან” 0:2 დამარცხდა. კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა.
ზურიკო დავითაშვილის ტულის “არსენალი” მოსკოვის ცსკა-სთან 0:2 დამარცხდა. დავითაშვილი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
პოლონეთში ნიკა კვეკვესკირის “ლეხ პოზნანი” “რადომიაკთან” 1:2 დამარცხდა. კვეკვესკირმა სრული მეორე ტაიმი ითამაშა.
ოთარ კაკაბაძის “კრაკოვიამ” “ლეჩნასთან” 0:2 დამარცხდა. კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა.
უნგრეთში გიორგი ბერიძის “უიპეშტი” “პაკშს” დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში 4:3 დაამარცხა. ბერიძემ 82-ე წუთამდე ითამაშა და დუბლი მიითვალა.
საბერძნეთში ბაჩანა არაბულის “ლამია” “პაოკს” დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. არაბულმა მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ მერე თავისმა გუნდმა ორი გოლი გაუშვა.
სლოვაკეთში გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ბრატისლავას “სლოვანი” “დუნეისკა სტრედას” უგოლოდ დაშორდა.
კვიპროსში გიორგი პაპუნაშვილის და რევაზ ინჯგიას “აპოლონმა” “არისს” უმასპინძლა და 0:2 წააგო. ინჯგიამ 59-ე წუთიდან ითამაშა. პაპუნაშვილი კი, მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა.
მურთაზ დაუშვილის, თორნიკე ოქრიაშვილის და გიორგი ქვილითაიას “აპოელმა” ნიქოზიის “ოლიმპიაკოსთან” ფრე 1:1 ითამაშა.
ავსტრალიაში ბექა მიქელთაძის “ნიუკასლ ჯეთსმა” “ველინგტონ ფინიქსი” 4:0 გაანადგურა. მიქელთაძემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. დუბლი მიითვალა და პლუს საგოლე პასიც გააკეთა.
GIPHY App Key not set. Please check settings