ჯუდ ბელინგემი სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგს.
CIES Football Observatory-მა გამოაქვეყნა ფეხბურთელებსი სია ყველაზე მაღალ ისატრანსფერო ღირებულებით. სტატისტიკური მოდელი 6000-ზე მეტ ტრანზაქციას ეყრდნობა. გათვალისწინებულია პოტენციური ბონუსებიც.
მართალია ტოპ 20-შივერ მოხვდა, მაგრამ 21-ე ადგილზე აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამასთანავე დარჩა იტალიის სერია ა-ს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად. ჩვენიანის ფასი 115.3 მლნ ევროა და ის მილიონით უსწრებს მის უკან მყოფ რაფაელ ლეაოს.
შესაბამისად, გამოვიდა, რომ ოცეულში იტალიის ჩემპიონატიდან ვერავინ ვერ მოხვდა.
რეიტინგის ტოპ-20 ასეთია:
- ჯუდ ბელინგემი („რეალი“, 267.5 მლნ ევრო)
- ერლინგ ჰოლანდი („სიტი“, 251.2)
- ვინისიუსი („რეალი“, 250.3)
- როდრიგო („რეალი“, 247.9)
- ბუკაიო საკა („არსენალი“, 223)
- ფილიპ ფოდენი („სიტი“, 195.8)
- გავი („ბარსელონა“, 175.4)
- ხულიან ალვარესი („სიტი“, 164.7)
- ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“, 152.4)
- მარტინ ედეგორი („არსენალი“, 150.6)
- გაბრიელ მარტინელი („არსენალი“, 148.2)
- ფედერიკო ვალვერდე („რეალი“, 140.7)
- დომინიკ სობოსლაი („ლივერპული“, 138.6)
- მარკუს რეშფორდი („მანჩესტერი“, 136.2)
- ედუარდო კამავინგა („რეალი“, 132.7)
- პედრი („ბარსელონა“, 125.2)
- ენცო ფერნანდესი („ჩელსი“, 123.6)
- როდრი („სიტი“, 121.8)
- დარვინ ნუნიესი („ლივერპული“, 117.6)
- ფლორიან ვირცი („ბაიერი“, 117)
GIPHY App Key not set. Please check settings