in ,

ბელგიური ვებგვერდი: მიქაუტაძე იუპილერ ლიგასაც კარგად მოერგო

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ბელგიურ “სერენში” გამოდის შარშანდელი შთამბეჭდავი სეზონი შემდეგ, იუპილერ ლიგასაც (ბელგიის უმაღლესი დივიზიონი) კარგად მოერგო და გოლებიც გააქვს. თან მიქაუტაძემ იუპილერ ლიგაში სადებიუტო გოლი ბელგიური ფეხბურთის გრანდს “ანტვერპენს” გაუტანა.

ბელგიურმა გამოცემა voetbalkrant გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველი ფორვარდი იუპილერ ლიგასაც კარგად მოერგო.

“სერენში” დაბრუნების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ამ გუნდის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურების მთავარი შემოქმედია, “ანტვერპენთან” ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ეფექტური გოლის გატანაც მოახერხა. ფაქტია, მიქაუტაძე იუპილერ ლიგასაც მოერგო და ქართველის სახით ამ ჩემპიონატმა მაღალი დონის თავდამსხმელი შეიძინა”, – წერს voetbalkrant.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სურინამის 60 წლის ვიცე-პრეზიდენტმა ოფიციალურ მატჩში ითამაშა

აზრთა სხვადასხვაობა ესპანურ მედიაში: მამარდაშვილი თუ სილესენი?