in

ბასილაშვილმა მარის სეტი მოუგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა

საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის წინაგასახურებელ ტურნირზე სიდენიში ასპარეზობს.

ნიკა კვალიფიკაციიდან თავისუფალი იყო და ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის 5-გზის გამარჯვებული, როლანდ გაროსის 1 გზის, უიმბლდონის 2-გზის გამარჯვებული, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და 2016 წელს მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ბრიტანელი ენდი მარი იყო, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის 135-ე ნომერია.

პირველი სეტი 1:12 წუთი გაგრძელდა. მეტოქეება თითო_თითო ბრეიქ-პოინტები გამოიყენეს. ნიკამ მრისხანე ბრიტანელის წინააღმდეგ 7-დან 6 ბრეიქპოინტი გადაარჩინა. პირველ პერიოდში ქართველ ჩოგბურთელს სამი ეისი ჰქონდა.

მეორე სეტში ენდი მარიმ მეხუთე სეტში შეძლო ნიკას მოწოდების მოგება და თითქოს სეტიც მარტივად უნდა მიეყვანა გამარჯვებამდე. ბრიტანელი 5:4-ზე სეტზე აწვდიდა და სამი სეტპონიც ჰქონდა, მაგრამ ბასილაშვილი ბრწყინვალე იყო და გადამწყვეტ მომენტში შეძლო მეტოქის დაბრეიქება.

საბოლოოდ მეორე სეტიც ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც უკეთესი ბრიტანელი აღმოჩნდა და მარიმ სეტი 7:6 (7:3) მოიგო.

მესამე სეტში მარიმ ტავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა, ორი ბრეიქით გავიდა წინ და სეტი 6:3 მოიგო.

მომდევნო ტურნირი, რომელზეც ბასილაშვილი იასპარეზებს ავსტრალიის ღია პირველობაა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სილესენი ინფიცირებულია: შანსი მამარდაშვილს?

ლიანა ჯოჯუა კარიერის დასრულებას აპირებს